სტრასბურგის ტური

0 (0 Reviews)
From: 1.285₾
0
(0 მიმოხილვა)
დაჯავშნა
ხანგრძლივობა

4 ღამე 5 დღე

ტურის ტიპი

ყოველდღიური ტური

ჯგუფის ზომა

1 person

ენები

___

ტურის შესახებ

სტრასბურგის ტურები

სრული სამოგზაურო პაკეტი 1,285 ლარიდან

⭕ ფასი მოცემულია ერთ პერსონაზე, ორადგილიან ნომერში.

სტრასბურგის ტური ს დასაჯავშნად შეავსე ფორმა ან დაგვირეკე 👇

551 907 907

 

სტრასბურგი – ეს არის უნიკალური ქალაქი, სადაც ფრანგული შარმი და გერმანული ტრადიციები ერთმანეთს ერწყმის. ქალაქი ცნობილი თავისი ისტორიული არქიტექტურით და მულტიკულტურული ატმოსფეროთი. ასევე, როგორც ევროპის პოლიტიკური ცენტრი – ევროპის პარლამენტისა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების სახლია.

ტურში შედის

  • ორმხრივი ავიაბილეთი (ქუთაისი);
  • სასტუმრო;
  • საუზმე;
  • სამოგზაურო დაზღვევა.

Itinerary

  1. დაათვალიერე სტრასბურგის საკათედრო ტაძარი (Cathédrale Notre-Dame) – ევროპის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი გოთიკური ტაძარი, რომლის ასტრონომიული საათი და 142 მეტრიანი კოშკი თვალწარმტაცი ხედებს გთავაზობს ქალაქსა და რაინის ველზე.

  2. გაისეირნე Petite France-ის უბანში – შუა საუკუნეების ზღაპრული უბანი, სადაც ვიწრო არხები, ფერადი ხის სახლები და ყვავილებით გაფორმებული აივნები დაგატყვევებს.

  3. გაისეირნე ნავით არხებზე – ქალაქის ხიბლი წყლიდან საუკეთესო ხედით აისახება, სადაც ერთი ტურით  მოინახულებ ახალ და ძველ სტრასბურგს.

  4. დაათვალიერე სტრასბურგის ისტორიული მუზეუმი (Musée Historique de Strasbourg) – მუზეუმი, რომელიც მოგზაურობას გთავაზობთ სტრასბურგის შუა საუკუნეებიდან დღემდე. აქ შეიტყობ ყველაფერს ქალაქის კულტურულ, პოლიტიკურ და არქიტექტურულ განვითარებაზე, რაც დაგეხმარება სტრასბურგის უკეთ გაცნობაში.

  5. ისეირნე Orangerie პარკში – ქალაქის ყველაზე ძველი და ლამაზი პარკი, იდეალურია პიკნიკისთვის, სეირნობისთვის.

  1. Choucroute garnie – ძეხვეული, ხორცი და მჟავე კომბოსტო – ალზასური კლასიკა.

  2. Tarte flambée (Flammekueche) – თხელი ცომით გამომცხვარი კერძი ხახვით, ბეკონით და არაჟნით.

  3. Baeckeoffe – სამი სახის ხორცით და კარტოფილით მომზადებული უგემრიელესი კერძი.

  4. Munster ყველი – ძლიერ არომატული, ადგილობრივი რძისგან დამზადებული ყველი.

  5. Pain d’épices – სანელებლებით დამზადებული ტკბილი პური ან ნამცხვარი, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია შობა-ახალი წლის პერიოდში.

ხშირად დასმული კითხვები

სტრასბურგში მოგზაურობისთვის საუკეთესო დროა მაისიდან ოქტომბრამდე, როცა ამინდი თბილი და მზიანია, იდეალური ქალაქში ხეტიალისა და არხებზე ნავით სეირნობისთვის. თუმცა დეკემბერი განსაკუთრებულია – ამ დროს სტრასბურგში იმართება ერთ-ერთი ულამაზესი საშობაო ბაზრობა ევროპაში და ქალაქი ზღაპრულ განათებებში ბრწყინავს.

ტურის ადგილმდებარეობა

დან 1.285₾

    კონტაქტი

    Website

    easytravel.ge

    Phone

    551 907 907

    ვარიანტები