6 ღამე 7 დღე
ყოველდღიური ტური
1 person
___
ბერლინის ტურები
სრული სამოგზაურო პაკეტი 585 ლარიდან
⭕ ფასი მოცემულია ერთ პერსონაზე, ორადგილიან ნომერში.
ბერლინის ტური ს დასაჯავშნად შეავსე ფორმა ან დაგვირეკე 👇
ბერლინი – გერმანიის მულტიკულტურული, არტისტული და უკიდურესად თავისუფალი დედაქალაქი. ქალაქი, რომელიც საკუთარ თავს ყოველდღიურად თავიდან იგონებს. მისი ქუჩები გიყვებიან ომის, გაყოფის, მაგრამ ბოლოს ყოველთვის – გაერთიანების ისტორიას. ბერლინში შეხვდები მსოფლიო დონის მუზეუმებს, გრანდიოზულ პარკებს, კედლის ფრაგმებს, თავისუფალ იდეებს, გრაფიტებით მორთულ უბნებს და ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე განსხვავებულ ღამის ცხოვრებას.
დაათვალიერე ბრანდენბურგის კარიბჭე (Brandenburger Tor)
ქალაქის სიმბოლო, რომელსაც გავლილი აქვს იმპერიის, ნაციზმის, ომის და საბოლოოდ - გაერთიანების პერიოდი. მოედანი გარშემორტყმულია ელეგანტური შენობებითა და პოლიტიკური ცენტრებით.
ეწვიე ბერლინის კედლის მემორიალს (East Side Gallery)
1.3 კმ სიგრძის კედლის ნარჩენი, რომელიც დღეს მსოფლიო გრაფიტის არტისტების ნამუშევრებით არის დაფარული, სევდიანი წარსულის და თანამედროვე შემოქმედების შერწყმაა.
გადაიარე Unter den Linden და ეწვიე მუზეუმების კუნძულს (Museumsinsel)
მსოფლიოს უძველესი და ყველაზე მდიდარი კოლექციები ბერლინის ცენტრში - Neues Museum, Pergamonmuseum და სხვა.
ისეირნე Kreuzberg-ში
ბერლინის ჰიპსტერული გული - ქუჩის ხელოვნება, ბარები, თურქული დონერი, ხელნაკეთობების მაღაზიები და კაფეები.
Fernsehturm-ის კოშკი- ტელეანძა Alexanderplatz-ზე
ბერლინის საუკეთესო ხედის სანახავად, ეს საუკეთესო გზაა. იგი დღისითაც შთამბეჭდავია და ღამითაც. კოშკის თავზე მბრუნავი რესტორანიც მდებარეობს.
Currywurst – ბერლინის ლეგენდა: შემწვარი ძეხვი კეტჩუპ-კარის სოუსით. ქუჩაში, ბარში თუ რესტორანში — ყველგან შეხვდებით.
Berliner Pfannkuchen – ტრადიციული ბერლინური დონატი, შიგნით მურაბით — ხშირად უბრალოდ “Berliner”-ს ეძახიან.
Döner Kebab – ბერლინის მეორე „ეროვნული საკვები“, რომელიც სწორედ აქ გახდა ევროპული სტრიტფუდის სიმბოლო.
Kartoffelsalat mit Buletten – კარტოფილის სალათი ბერლინური კოტლეტებით. გემრიელი და მარტივი.
Eisbein – ღორის შემწვარი კანჭი, ტრადიციული გერმანული კერძი — ხრაშუნა კანი და რბილი ხორცი.
მაისიდან ოქტომბრამდე ბერლინი საუკეთესოა გასეირნებისთვის, ღია ფესტივალებისთვის და პარკებში დროის გასატარებლად. ქალაქში ფუნქციონირებს ღია აუზები, მუსიკის ქუჩის ღონისძიებები და საღამოს კინოთეატრები ღია ცის ქვეშ.
დეკემბერი კი - ნამდვილი შობის ზღაპარია. ბერლინში ათობით საშობაო ბაზარია (მაგ. Gendarmenmarkt), ცხელი ღვინითა და სინათლებით.