ტურები – Easytravel.ge
ტურები – Easytravel.ge
ტურები – Easytravel.ge
ტურები – Easytravel.ge

ბუდაპეშტი

ერთ-ერთი გამორჩეულად ლამაზი ქალაქი აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც შეგიძლიათ ბიუჯეტურად იმოგზაუროთ საქართველოდან. ბუდაპეშტში სანახაობების სია საკმაოდ გრძელია, მაგრამ ვეცდებით ძირითადი, ყველაზე საინტერესო აქტივობების შესახებ გიამბოთ.

ქალაქი ცნობილია თერმული წყლებით და მასზე განლაგებული ე.წ. “სპა სასახლეებით”. გამოვარჩევდით Szechenyi Spa-ს და Gellert Bath Palace-სს. ბუდაპეშტის სავიზიტო ბარათი, უნგრეთის პარლამენტის შენობა, რომელიც განსაკუთრებულად ღამის განათების დროს არის შთამბეჭდავი. გირჩევთ ფოტოები მოპირდაპირედ, მდინარის მეორე მხრიდან გადაიღოთ, რომ შენობა სრულად გამოჩნდეს.

პარლამენტის შენობაზე შთამბეჭდავი ხედი იშლება Fisherman’s Bastion-დააც. ქალაქი ასევე ცნობილია განსაკუთრებული არქიტექტურის ხიდებით, მათგან ყველაზე გამორჩეული Szechenyi Chain Brig-ია. გამორჩეულად ლამაზი სანახაობა არის Buda Castle, სადაც ფუნიკულიორის საშუალებით შეგიძლიათ რომ ახვიდეთ. გირჩევთ ტრამვაით იმგზავროთ, ეს ტრანსპორტი ბუდაპეშტის თითქმის ყველა ტურისტულ ატრაქციამდე მიგიყვანთ.

რაც შეეხება ტრადიციულ კერძებს, აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ Gorge on Goulash, ახლადგამომცხვარ პურში მოთავსებული ხორცის წვნინი და მაინც, თუ ქართული კერძები მოგენატრათ ესტუმრეთ, ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილას მდებარე რესტორან KHACHAPUR-ს, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება St. Stephen's Basilica-ზე.

ბუდაპეშტი

Budapest, Hungary

ბუდაპეშტის ტური

0 (No Review)

რჩევები და სახელმძღვანელოები

სად ვიმოგზაუროთ გაზაფხულზე?

გაზაფხული იდეალური დროა მოგზაურობისთვის. ბუნება იღვიძებს, ქალაქები ივსება მზის სხივებით, პარკები მწვანედ იფარება და ტურისტების რაოდენობაც შედარებით ნაკლებია. სწორედ ამიტომ, თუ გეგმავ მოგზაურობას, გთავაზობთ 5 საუკეთესო ევროპულ მიმართულებას, რომელიც გაზაფხულზე განსაკუთრებით შთამბეჭდავია. 1. ამსტერდამი, ნიდერლანდები – ტიტების ქალაქი გაზაფხულზე ამსტერდამი გარდაიქმნება ერთ დიდ ყვავილოვან ბაღად. განსაკუთრებით აღსანიშნავია კეუკენჰოფის ბაღი, სადაც მილიონობით ტიტაა გაშენებული. ველოსიპედით სეირნობა […]

სად ვიმოგზაუროთ ზაფხულზე?

ზაფხული მოგზაურობისთვის ყველაზე პოპულარული სეზონია – შვებულებები, მზიანი ამინდი და გრძელი დღეები იდეალურ პირობებს ქმნის ახალი ადგილების აღმოსაჩენად. თუ ფიქრობ, სად წახვიდე ამ ზაფხულს, წარმოგიდგენთ 5 ევროპულ მიმართულებას, რომლებიც შთამბეჭდავი ბუნებით, კულტურითა და დასვენებისთვის შესანიშნავი პირობებით გამოირჩევა. 1. საბერძნეთი – სანტორინი და ეგეოსის ზღვის კუნძულები საბერძნეთი ზაფხულში ზღაპრულ განწყობას გპირდება. სანტორინის თეთრი სახლები ლურჯი ქოლგებით, […]

სად ვიმოგზაუროთ შემოდგომაზე?

შემოდგომა ერთ-ერთი საუკეთესო დროა მოგზაურობისთვის. ზაფხულის სიცხე უკვე გაწუხებს, ტურისტული ადგილები შედარებით დაცლილია, ხოლო ბუნება მრავალფეროვანი ფერებით იფარება. ევროპის ბევრ ქალაქსა და რეგიონს შემოდგომა განსაკუთრებულ ელფერს ანიჭებს. თუ ფიქრობთ, სად დაისვენოთ ამ სეზონზე, გთავაზობთ 5 ევროპულ მიმართულებას, რომელიც შთამაგონებელი და დასამახსოვრებელია. 1. ტოსკანა, იტალია — გემო და ფერები ერთ სივრცეში ტოსკანა შემოდგომით ნამდვილ ზღაპარს ემსგავსება. […]

გამოიწერეთ საიტი და მიიღეთ სპეციალური შეთავაზებები

გამოგვიწერეთ და მიღეთ შეთავაზებები