4 ღამე 5 დღე
ყოველდღიური ტური
1 person
___
რიგას ტურები
სრული სამოგზაურო პაკეტი 525 ლარიდან
⭕ ფასი მოცემულია ერთ პერსონაზე, ორადგილიან ნომერში.
რიგას ტური ს დასაჯავშნად შეავსე ფორმა ან დაგვირეკე 👇
რიგა – ბალტიისპირეთის არქიტექტურული მარგალიტი და ლატვიის თანამედროვე დედაქალაქი, რომელიც მდინარე დაუგავას ნაპირზეა გაშენებული. ქალაქი გამოირჩევა არტ ნუვოს სტილით გაფორმებული შენობებით, შუასაუკუნეების ძველი ქალაქით და ცოცხალი კულტურული ცხოვრებით. ეს არის ადგილი, სადაც შთაგონება ისტორიისა და თანამედროვეობის შერწყმაში იმალება.
დაათვალიერე ძველი ქალაქი (Vecrīga) - ციცაბო ქუჩები, ფერადი სახლები და იუნესკოს მემკვიდრეობის სტატუსის მქონე უბანი.
ეწვიე House of the Blackheads -ს - ქალაქის სიმბოლო, რომელიც თავისი შთამბეჭდავი ფასადით გაოცებს.
წმინდა პეტრეს ეკლესიის კოშკი – აქედან იშლება ულამაზესი ხედი ძველ რიგაზე და დაუგავას სანაპიროზე.
შეაგროვე შთაბეჭდილებები არტ ნუვოს უბანში (Alberta iela) – ეს ქუჩა არქიტექტურის მოყვარულთათვის ნამდვილი საგანძურია.
ისეირნე ცენტრალურ ბაზარში (Riga Central Market) – ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარი ევროპაში, სადაც ადგილობრივი გემოები და სიფერადე დაგხვდებათ.
Grey peas with bacon (Pelēkie zirņi ar speķi) – ლატვიური ტრადიციული კერძი, რომელიც ძალიან ნოყიერია.
Sklandrausis – ტკბილი ღვეზელი სტაფილოთი და კარტოფილით, ლატვიური სამზარეულოს განსაკუთრებული წარმომადგენელი.
Rupjmaize (შავი პური) – კარაქით ან თაფლით გაჯერებული შავი პური, რომელსაც ლატვიაში ყოველდღიურად მიირთმევენ.
Pīrāgi – პატარა ღვეზელები ბეკონით ან ხახვით – იდეალურია ჩაისთან ერთად.
Maizes zupa – შავი პურის დესერტი შაქრით, ხილითა და არაჟნით - ლატვიური ტკბილეული.
რიგაში მოგზაურობისთვის საუკეთესო დროა მაისიდან სექტემბრამდე. ამ პერიოდში ქალაქი სავსეა გამწვანებული პარკებით, მუსიკალური ფესტივალებით და მშვიდი ზღვისპირა ატმოსფეროთი. ზამთარი ცივია, ტუმცა საშობაო ბაზრობები და თოვლით დაფარული ძველი ქალაქი ზღაპრულ განწყობას ქმნის.