4 ღამე 5 დღე
ყოველდღიური ტური
1 person
___
შტუტგარტის ტურები
სრული სამოგზაურო პაკეტი 855 ლარიდან
⭕ ფასი მოცემულია ერთ პერსონაზე, ორადგილიან ნომერში.
შტუტგარტის ტური ს დასაჯავშნად შეავსე ფორმა ან დაგვირეკე 👇
შტუტგარტი, ბადენ-ვიურტემბერგის დედაქალაქი, ცნობილია როგორც Mercedes-Benz-ისა და Porsche-ს სამშობლო, თუმცა ეს ქალაქი მხოლოდ მანქანებით არ შემოიფარგლება. იგი გაშენებულია მწვანე ბორცვებზე, ვენახებით, პარკებითა და თანამედროვე არქიტექტურით, რაც მის უნიკალურობას ქმნის. შტუტგარტში შეხვდები როგორც ინჟინერიას და ინოვაციას, ისე ტრადიციას და გერმანულ გემოვნებას.
ეწვიე Mercedes-Benz მუზეუმს
საოცრად ორგანიზებული მუზეუმი, რომელიც მოგვითხრობს როგორც ბრენდის, ისე მსოფლიო ავტოწარმოების ისტორიას. შეგიძლია ნახო პირველი ავტომობილი და უახლესი ტექნოლოგია ერთ სივრცეში.
დაათვალიერე Porsche-მუზეუმი
ავტომოყვარულებისთვის აუცილებელია - ლეგენდარული მოდელები, დიზაინის განვითარება და ფორმულა 1-ის ისტორიაც.
ისეირნე Schlossplatz-ზე და ეწვიე Neues Schloss-ს
ქალაქის შუაგულში მდებარე გრანდიოზული მოედანი და შთამბეჭდავი სასახლე - ავსტრიულ-გერმანული სტილის არქიტექტურის მშვენიერება.
გაისეირნე Wilhelma-ში – ბოტანიკურ-ზოოლოგიური ბაღი
უნიკალური კომბინაციაა ცხოველების, ტროპიკული მცენარეების და ისტორიული არქიტექტურის, რომლებიც ერთად ქმნიან ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ურბანულ სივრცეს.
ადით Killesberg Park ან Fernsehturm Stuttgart -ზე (ტელეანძა)
ადგილი ულამაზესი ხედებით, იდეალურია პიკნიკებისთვის ან საღამოს განტვირთვისთვის.
Maultaschen – "გერმანული რავიოლი", შიგნით ხორცით ან ბოსტნეულით. ადგილობრივები ხშირად “გერმანულ ლაზანიასაც” ეძახიან.
Spätzle mit Linsen und Saitenwürstle – ტრადიციული ბადენ-ვიურტემბერგის კერძი: ხელით გაკეთებული მაკარონი ოსპით და ძეხვით.
Zwiebelrostbraten – რბილად შემწვარი სტეიკი ხრაშუნა ხახვით და სოუსით. მიირთმევა კარტოფილის პიურესთან ერთად.
Schupfnudeln – კარტოფილისგან მომზადებული გრძელი პასტის მსგავსი გუნდა, ხშირად ბეკონთან და კომბოსტოსთან ერთად.
Schwarzwälder Kirschtorte – კლასიკური დესერტი კაკაოს ბისკვიტით, ნაღებით, ბლის ლიქიორით და ტკბილი ბალით.
მაისიდან სექტემბრამდე ქალაქი ნამდვილად ცოცხლდება — პარკებში ფესტივალებია, ღვინის ღონისძიებები, ქუჩებში მუსიკა და მზიანი ამინდი.
სექტემბერ–ოქტომბერი შტუტგარტში ტარდება Cannstatter Volksfest – ბავარიის შემდეგ გერმანიის მეორე უმსხვილესი ლუდის ფესტივალი.
დეკემბერში ქალაქი იღებს საშობაო იერს – Schlossplatz-ზე ერთ-ერთი ულამაზესი საშობაო ბაზრობა იმართება, განათებული ფერადი ჯიხურებით და ცხელი ღვინით.