6 ღამე 7 დღე
ყოველდღიური ტური
1 person
___
ოსლოს ტურები
სრული სამოგზაურო პაკეტი 1195 ლარიდან
⭕ ფასი მოცემულია ერთ პერსონაზე, ორადგილიან ნომერში.
ოსლოს ტური ს დასაჯავშნად შეავსე ფორმა ან დაგვირეკე 👇
ოსლო, ნორვეგიის მთავარი ქალაქი, გამოირჩევა შთამბეჭდავი კულტურული ტრადიციებით, თანამედროვე და ისტორიული არქიტექტურით, ასევე მრავალფეროვანი და გემრიელი კულინარიული სამყაროთი.
ვიგელანდის პარკი (Vigeland Park) – უნიკალური სკულპტურების პარკი, უფასოა და მთელი წლის განმავლობაში ღიაა.
ოსლოს ოპერის სახლი (Oslo Opera House) – შედი შენობაში ან უბრალოდ ადი სახურავზე და დატკბი ხედებით.
მუზეონი ფრამი (Fram Museum) – მოგზაურობა ჩრდილოეთ პოლუსის გემით! უნიკალური და საოცრად საინტერესო.
აკერბრიუგე (Aker Brygge) – მოდური სანაპირო რესტორნებითა და გემებით, საღამოს გასეირნებისთვის იდეალურია.
ჰოლმენკოლენის ნახტომი (Holmenkollen Ski Jump) – სპორტის მუზეუმი და ულამაზესი ხედი ქალაქზე.
Rakfisk – ფერმენტირებული თევზი, ნორვეგიული ტრადიციული გემო.
Kjøttkaker – ხორცის ბურთულები კარტოფილით და წვენით, ნორვეგიული კომფორტ-ფუდი.
Lutefisk – განსაკუთრებულად დამუშავებული თევზი, სეზონური კერძია.
Brunost (ყავისფერი ყველი) – ნახევრად ტკბილი ყველი, რომელსაც ნორვეგიაში საუზმეზე ან ვაფლებთან მიირთმევენ.
Rømmegrøt – ნაღებისგან დამზადებული ფაფა, ტკბილი და ძალიან ნორვეგიული.
საუკეთესო დროა მაისიდან სექტემბრამდე – ამინდი თბილია (15–25°C), დღეები გრძელია, ყველა ღია სივრცე და ფესტივალი აქტიურია. ზამთარიც ლამაზი სეზონია – დეკემბერში საახალწლო ბაზრები, იანვარში კი თოვლით დაფარული პეიზაჟები და თხილამურები მოგხიბლავთ, მაგრამ ცივა (-5°C-მდე).