5 ღამე 6 დღე
ყოველდღიური ტური
1 person
___
ბარის ტურები
სრული სამოგზაურო პაკეტი 690 ლარიდან
⭕ ფასი მოცემულია ერთ პერსონაზე, ორადგილიან ნომერში.
ბარის ტური ს დასაჯავშნად შეავსე ფორმა ან დაგვირეკე 👇
ბარი – სამხრეთ იტალიის ქალაქი და აპულიის რეგიონის დედაქალაქი, ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და გაერთიანებული აქვს შუასაუკუნეების შარმი, ხმელთაშუა ზღვის სილამაზე და იტალიური ცხოვრების აუღელვებელი რიტმი. ქალაქი ცნობილია როგორც წმინდა ნიკოლოზის (Santa Claus) წმინდა ნაწილების საცავი, ისტორიული ძველი ქალაქით (Bari Vecchia), საუცხოო პლიაჟებითა და უგემრიელესი ადგილობრივი სამზარეულოთი.
დაათვალიერე ბარი ვეკია (Bari Vecchia)
ძველი ქალაქის ლაბირინთივით ქუჩებში აღმოაჩენ ულამაზეს ეკლესიებს, კედელზე დაყრდნობილ ბებიებს, რომლებიც ხელით აკეთებენ ორეკიეტას (ტრადიციული მაკარონი) და ნამდვილ სამხრეთ იტალიურ ატმოსფეროს.
ეწვიე წმინდა ნიკოლოზის ბაზილიკას (Basilica di San Nicola)
XI საუკუნეში აშენებული ტაძარი, რომელიც ერთდროულადაა მნიშვნელოვანია კათოლიკეებისა და მართლმადიდებლებისთვის. აქ ინახება წმ. ნიკოლოზის წმინდა ნაწილები.
ისეირნე ბარის პორტში (Porto di Bari)
მზიანი სანაპირო, თეთრი ნავები, თევზის ბაზარი და ზღვის პროდუქტებით სავსე ტავერნები, სეირნობისათვის და განტვირთვისათვის იდეალური ადგილია.
დაათვალიერე Castello Svevo (სვაბთა ციხესიმაგრე)
მტკიცე შუასაუკუნეების ციხე ბარის ისტორიის სიმბოლოა, რომელიც აერთიანებს ნორმანულ, სვაბურ და არაგონულ არქიტექტურას.
მოინახულე Lungomare Nazario Sauro
ზღვისპირა ბულვარი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გრძელი და ლამაზი სანაპირო გზაა იტალიაში – სრულყოფილი ადგილი საღამოს გასეირნებისთვის.
Orecchiette con le cime di rapa
ბარის ყველაზე ცნობილი მაკარონი, რომელიც მზადდება თალგამის ფოთლებით, ნიორით, ანჩოისითა და ზეთისხილით. გამოირჩევა მკვეთრი და ავთენტური გემოთი.
Tiella barese
ბრინჯის, კარტოფილისა და მოლუსკების (ძირითადად მიდიების) ფენოვანი ღვეზელი — ზღვის პროდუქტების მოყვარულთათვის იდეალური კერძია.
Panzerotti
შემწვარი ცომის გუნდა, შიგნით მოცარელათი და პომიდვრით — ბარის "სთრით ფუდის" ლეგენდა.
Focaccia Barese
ფოკაჩა, რომელიც კეთდება პომიდვრით, ზეთისხილითა და ორეგანოთი — უგემრიელესია როგორც საუზმეზე, ისე ლუდთან ერთად.
Sgagliozze
შემწვარი პოლენტას ნაჭრები, რომლებიც ხშირად ბარის ძველ ქალაქში იყიდება — სწრაფი, ცხელი და ხრაშუნა სნექია.
ბარი საუკეთესოდ სანახავია აპრილიდან ივნისამდე და სექტემბრიდან ოქტომბრამდე. ამ დროს ამინდი თბილია, მზიანი, მაგრამ არა ზედმეტად ცხელი, ხოლო ტურისტების ნაკადი ზომიერია.
ივლისი-აგვისტო იდეალურია ზღვისპირა დასვენებისთვის, მაგრამ ზოგჯერ ძალიან ცხელა და ადგილობრივებიც ხშირად ტოვებენ ქალაქს.
დეკემბერში შეგიძლია დაესწრო წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულს (6 დეკემბერი), რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე დღესასწაულია ბარიში - მორთული ქუჩები, რელიგიური ცერემონიები და ადგილობრივი ტრადიციები.