წარმოიდგინე, ავიაბილეთი უკვე შეძენილი გაქვს, ჩემოდანიც მზად არის და უცხო ქვეყანაში ჩაფრენისთანავე ტაქსის გამოძახება, სასტუმროს მისამართის გადამოწმება ან ახლობლებისთვის შეტყობინების გაგზავნა გჭირდება, მაგრამ ტელეფონს ინტერნეტთან კავშირი არ აქვს. უცნობ ქალაქში Wi-Fi-ის ძებნა და კაფესა თუ აეროპორტის ქსელზე დამოკიდებულება მოგზაურობის პირველივე წუთებში არასაჭირო სტრესს ქმნის. სწორედ ასეთ დროს ხვდები, რამდენად მნიშვნელოვანია სამოგზაურო ინტერნეტი გამგზავრებამდე მოაგვარო.

საზღვარგარეთ ინტერნეტთან მუდმივი კავშირი დღეს მოგზაურობის ისეთივე მნიშვნელოვანი ნაწილია, როგორიც ავიაბილეთის შეძენა ან სასტუმროს დაჯავშნა. მისი დახმარებით მარტივად გამოიყენებ რუკას, გადაამოწმებ მარშრუტს, გამოიძახებ ტრანსპორტს, სწრაფად მოიძიებ საჭირო ინფორმაციას და ახლობლებთანაც მუდმივად შეინარჩუნებ კავშირს. ამიტომ უმჯობესია წინასწარ განსაზღვრო, რომელი ვარიანტი შეესაბამება შენს მარშრუტსა და საჭიროებებს.

სამოგზაურო ინტერნეტი თუ საზოგადოებრივი Wi-Fi: რატომ აღარ არის საკმარისი

ბევრი მოგზაური ფიქრობს, რომ აეროპორტის, სასტუმროს ან კაფეების უფასო Wi-Fi სრულიად საკმარისია. სინამდვილეში, საზოგადოებრივი ინტერნეტი ხშირად ნელი, გადატვირთული და არასტაბილურია, განსაკუთრებით ტურისტულ სეზონზე.

ამასთან, Wi-Fi ყოველთვის არ არის ხელმისაწვდომი ზუსტად მაშინ, როცა ყველაზე მეტად გჭირდება. მაგალითად, ქუჩაში გადაადგილებისას, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ტაქსის გამოძახებისას ან ღირსშესანიშნაობამდე მისასვლელი გზის მოძებნის დროს.

ზოგიერთ საზოგადოებრივ ქსელთან დასაკავშირებლად ავტორიზაციის გავლა ან პაროლის მოძიებაა საჭირო, ზოგან კი მომხმარებელთა სიმრავლის გამო ინტერნეტი ნელდება ან ხშირად წყდება. უსაფრთხოების მიზნით, საჯარო Wi-Fi-ის გამოყენებისას სასურველია მოერიდო ონლაინ ბანკში, სამუშაო სისტემებსა და სხვა მნიშვნელოვან ანგარიშებში შესვლას.

საკუთარი ინტერნეტ პაკეტით აღარ იქნები საზოგადოებრივ ქსელებზე დამოკიდებული. აღარ მოგიწევს ყოველ ახალ ადგილას Wi-Fi-ისა და პაროლის ძებნა და საჭირო ონლაინ სერვისებით ნებისმიერ დროს ისარგებლებ.

სამოგზაურო ინტერნეტი თუ როუმინგი: რომელი სჯობს?

ზოგიერთი მოგზაურისთვის საზღვარგარეთ ინტერნეტით სარგებლობა ჯერ კიდევ ავტომატურად როუმინგთან ასოცირდება. მართალია, მისი გააქტიურება მარტივია, მაგრამ ტარიფი შესაძლოა საკმაოდ მაღალი იყოს, განსაკუთრებით ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მოგზაურობისას.

თუ წინასწარ არ გადაამოწმებ პირობებს, ინტერნეტის აქტიურმა გამოყენებამ შეიძლება დაუგეგმავი ხარჯები გამოიწვიოს. ვიდეოების ყურება, სოციალური ქსელების გამოყენება, რუკების ჩატვირთვა და აპლიკაციების ავტომატური განახლება მონაცემებს სწრაფად ხარჯავს.

წინასწარ შეძენილი ინტერნეტ პაკეტის შემთხვევაში თავიდანვე იცი, რა რაოდენობის ინტერნეტი გაქვს ხელმისაწვდომი,
რამდენი დღე მოქმედებს შეთავაზება და რა თანხის გადახდა მოგიწევს. ეს გაძლევს ხარჯების კონტროლის შესაძლებლობას და მოგზაურობისას მოულოდნელი გადასახადის რისკსაც ამცირებს.

samogzauro interneti esim

 

სამოგზაურო ინტერნეტი eSIM-ით: რა განსხვავებაა ჩვეულებრივ SIM ბარათთან

eSIM ტელეფონში ჩაშენებული ციფრული SIM ბარათია. მის გამოსაყენებლად მოწყობილობაში ფიზიკური ბარათის მოთავსება არ გჭირდება. პაკეტი, როგორც წესი, QR კოდის სკანირებით ან შესაბამისი აპლიკაციიდან აქტიურდება.

ფუნქციურად eSIM და ფიზიკური SIM ბარათი ერთმანეთს ჰგავს. მთავარი განსხვავება მათი დაყენების ფორმაშია. eSIM-ის შემთხვევაში არ გჭირდება არსებული ბარათის ამოღება, რის გამოც შეგიძლია ქართული ნომერი აქტიური დატოვო და მობილური ინტერნეტისთვის დამატებითი ციფრული ბარათი გამოიყენო.

eSIM-ის მხარდაჭერის მქონე მოწყობილობაში რამდენიმე პროფილის შენახვაც შესაძლებელია, თუმცა მათი ერთდროულად გამოყენების შესაძლებლობა ტელეფონის მოდელზეა დამოკიდებული.

თუ ტელეფონს eSIM-ის მხარდაჭერა არ აქვს, ფიზიკური SIM ბარათი კვლავ სრულფასოვანი გამოსავალია.

aviaesim: ინტერნეტ პაკეტები ქართველი მოგზაურებისთვის

ქართველი მოგზაურებისთვის ხელმისაწვდომი ერთ-ერთი სერვისია avia esim, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა ქვეყანაში სამოგზაურო ინტერნეტ პაკეტებს სთავაზობს.

სერვისის საშუალებით შესაძლებელია როგორც eSIM-ის, ისე ფიზიკური SIM ბარათის გამოყენება. შესაბამისი პაკეტის შერჩევა დამოკიდებულია ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობაზე, საჭირო ინტერნეტის მოცულობასა და ტელეფონის შესაძლებლობებზე.

ინტერნეტ პაკეტის შეძენა გამგზავრებამდე ონლაინ შეგიძლია. eSIM-ის შემთხვევაში საკმარისია მიღებულ ინსტრუქციას მიჰყვე, ტელეფონში ციფრული ბარათი დაამატო და დანიშნულების ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ გაააქტიურო.

პაკეტის მართვა, დარჩენილი ინტერნეტის მოცულობის შემოწმება და, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი პაკეტის შეძენა აპლიკაციიდან ან პირადი კაბინეტიდან არის შესაძლებელი.

რა დამატებითი დეტალები არ უნდა დაგავიწყდეს გამგზავრებამდე

სამოგზაურო ინტერნეტის წინასწარ მომზადება მოგზაურობის დაგეგმვის მხოლოდ ერთი ნაწილია. არანაკლებ მნიშვნელოვანია, წინასწარ იფიქრო იმაზეც, როგორ გადაადგილდები დანიშნულების ადგილზე. თუ გსურს ქალაქი საკუთარი ტემპით აღმოაჩინო და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე არ იყო დამოკიდებული, ავტომობილის დაქირავება ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული გამოსავალია. ამ თემაზე მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ წაიკითხოთ Easytravel.ge-ის სტატიაში რატომ არის მანქანის დაქირავება იდეალური არჩევანი მოგზაურობისთვის.

მოგზაურობა, რომელიც კავშირს არ კარგავს

დღეს სამოგზაურო ინტერნეტი მოგზაურობის დაგეგმვის ისეთივე მნიშვნელოვანი ნაწილია, როგორიც ავიაბილეთისა თუ სასტუმროს შერჩევა. გამგზავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე სწორი პაკეტის არჩევა საკმარისია, რომ დანიშნულების ადგილზე ჩასვლისთანავე უპრობლემოდ გამოიყენო რუკები, გამოიძახო ტრანსპორტი, მოძებნო საჭირო ინფორმაცია და ახლობლებთან მუდმივად შეინარჩუნო კავშირი.

წინასწარ მომზადებული ინტერნეტი თავიდან აგარიდებს მოულოდნელ ხარჯებსა და დაკავშირების პრობლემებს, შენ კი საშუალებას მოგცემს, მთელი ყურადღება ახალ ადგილებსა და მოგზაურობის შთაბეჭდილებებს დაუთმო.