3 ღამე 4 დღე
ყოველდღიური ტური
1 person
___
სტამბულის ტური
სრული სამოგზაურო პაკეტი 650 ლარიდან
⭕ ფასი მოცემულია ერთ პერსონაზე, ორადგილიან ნომერში.
სტამბულის ტური ს დასაჯავშნად შეავსე ფორმა ან დაგვირეკე 👇
სტამბოლი, ქალაქი რომელიც ორი კონტინენტის – ევროპის და აზიის – მიჯნაზე მდებარეობს, უნიკალური კულტურული შერწყმითა და შთამბეჭდავი ისტორიული მემკვიდრეობით იზიდავს მილიონობით ტურისტს. ოსმალური მეჩეთები, ბიზანტიური ტაძრები, უძველესი ბაზრები და თანამედროვე უბნები ქმნიან სტამბოლის შეუდარებელ ატმოსფეროს, რომელიც აუცილებლად დაგამახსოვრდებათ.
ეწვიე აია სოფიას ტაძარს – ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ისტორიულ ნაგებობას მსოფლიოში.
შეაბიჯე ტოპკაპის სასახლეში და გაეცანი ოსმალური იმპერიის ისტორიულ საგანძურს.
გაისეირნე გრანდ ბაზარში – მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძველ და დიდ ბაზარში, სადაც მრავალფეროვან ნივთებს აღმოაჩენ.
აირჩიე ბოსფორის კრუიზი და დატკბი სტამბოლის ხედებით ზღვიდან.
დააგემოვნე თურქული ჩაი და ყავა ქალაქის ვიწრო ქუჩებში ან გაჩერდი გალათას კოშკთან და დატკბი სტამბოლის ხედებით.
Kebap (ქაბაბი) – სხვადასხვა სახის გრილზე შემწვარი ხორცი.
Lahmacun – თხელი ცომზე დაფენილი ხორცის ფენით მომზადებული ტრადიციული თურქული პიცა.
Menemen – კვერცხი პომიდვრითა და ბულგარული წიწაკით – საუზმისთვის იდეალური არჩევანია.
Baklava – თხილითა და თაფლით სავსე ტკბილეული, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო.
Balık Ekmek – თევზის სენდვიჩი ემინონუს ნავსადგურში – ადგილობრივი ქუჩის საკვების კლასიკა.
სტამბოლში მოგზაურობის საუკეთესო პერიოდია გაზაფხული (აპრილიდან ივნისამდე) და შემოდგომა (სექტემბერი-ოქტომბერი), როცა ჰავა სასიამოვნოა და ქალაქი არ არის ტურისტებით სავსე. ზაფხულში შესაძლოა იყოს ძალიან ცხელი და ხალხმრავალი, ხოლო ზამთარში სტამბოლი ხშირად წვიამიანი და ქარიანი.