4 ღამე 5 დღე
ყოველდღიური ტური
1 person
___
ვალეტას ტურები
სრული სამოგზაურო პაკეტი 1990 ლარიდან
⭕ ფასი მოცემულია ერთ პერსონაზე, ორადგილიან ნომერში.
ვალეტას ტური ს დასაჯავშნად შეავსე ფორმა ან დაგვირეკე 👇
ვალეტა – ხმელთაშუა ზღვის გულში მოქცეული მალტის დედაქალაქი – ისტორიის, ციხესიმაგრეების, ბაროკოს სტილის არქიტექტურისა და ზღვისპირა რომანტიკის საოცარი სინთეზია. პატარა ზომის მიუხედავად, ვალეტა სავსეა დიდებული მუზეუმებით, ლამაზი ქუჩებითა და კულტურული საუნჯეებით.
ეწვიე წმ. იოანეს საკათედრო ტაძარს (St. John’s Co-Cathedral) – აქ შეგხვდებათ ულამაზესი ბაროკოს არქიტექტურა და კარავაჯოს ნახატები.
ნახეთ უზენაესი სამაგისტროს სასახლე (Grandmaster’s Palace) – მალტის რაინდების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი.
ისეირნე Upper Barrakka Gardens-ში – ბაღებიდან იშლება ულამაზესი ხედი Grand Harbour-ზე.
დაჯექი ზღვისპირა კაფეში და დატკბი ადგილობრივი ცხოვრების რიტმით – ვალეტა იდეალური ქალაქია განტვირთვისთვის და ტკბობისთვის.
Pastizzi – ფენოვანი ცომის პატარა ღვეზელი, შიგნით რიკოტათი ან ბარდით, მალტური სტრიტ-ფუდის კლასიკა.
Fenek (ღვინოში) – ტრადიციულად მომზადებული კურდღელი მალტური სტილში.
Bragioli – ხორცით გატენილი საქონლის რულეტი, ტრადიციულ სოუსში მომზადებული.
Aljotta – მალტური თევზის სუპი ნივრითა და არომატული მწვანილებით.
Kannoli – კრემით სავსე დესერტი, რომელიც მალტაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტკბილეულია.
ვალეტაში მოგზაურობისთვის იდეალური პერიოდია აპრილიდან ივნისამდე და სექტემბრიდან ოქტომბრამდე. ამ დროს ამინდი თბილია, მაგრამ არა ზედმეტად ცხელი, ხოლო ტურისტული ტალღა შედარებით მცირეა. ზაფხული (ივლისი-აგვისტო) ძალიან ცხელი და ხალხმრავლობით დატვირთულია, ხოლო ზამთარი შესაფერისია მათთვის, ვისაც სიმშვიდე ურჩევნია.